17 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
მმართველი გუნდი ბადაშვილის მთავარი პროკურორის მოადგილედ დანიშვნას დადებითად უყურებს და მის პროფესიონალიზმზე საუბრობს

მმათველი გუნდის წევრები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიორგი ბადაშვილის, მთავარი პროკურორის მოადგილედ დანიშვნას დადებითად აფასებენ. დეპუტატები ბადაშვილის პროფესიონალიზმს უსვამენ ხაზს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ბადაშვილის თანამდებობაზე დასანიშნად პროკურატურაში დამატებითი შტატის შექმნა გახდა საჭირო.

„მთავარმა პროკურორმა მოითხოვა შტატის დამატება, ეს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის აქტით, რის შედეგადაც უკვე ჩემს მიერ შეტანილ იქნა საშტატო ნუსხაში შესაბამისი ცვლილება,“ - განაცხადა იუსტიციის მინიტრმა, თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ გიორგი ბადაშვილი ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, კადრია და ის პროკურატურაში ფინანსთა მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან დაპირისპირების გამო გადაიყვანეს, „მითს“ უწოდებენ.

„მიმაჩნია, რომ მისი შესაძლებლობების გამოყენება იქნება ძალიან კარგი პროკურატურისთვისაც და საერთო საქმისთვისაც,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე, აცხადებს, რომ გიორგი ბადაშვილის მიმართ კრიტიკული შეფასება თავად ჟურნალისტების მხრიდანაც არ მოუსმენია და მისი აზრით, ეს ბადაშვილის პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

„ეს არის ძალიან კარგი ინდიკატორი, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას მომავალში და რამდენად კარგი მოხელეა გიორგი ბადაშვილი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები