17 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რატომ ბრუნდება პროკურატურაში - ანა ნაცვლიშვილი გიორგი ბადაშვილის დანიშვნას აფასებს

არასამთავრობო სექტორში გიორგი ბადაშვილის მთავარი პროკურორის მოადგილედ დანიშვნის თაობაზე კითხვები უჩნდებათ. ისინი განმარტავენ, რომ უწყებებში გადაადგილებების თაობაზე ხელისუფლებამ კონკრეტული განმარტებები უნდა გააკეთოს.

„ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ადამიანი, რომელიც იყო მთავარი პროკურორის პოზიციაზე არაერთი წელი და რომელმაც ვერ გამოიჩინა თავი და ვერც მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ამ უწყებამ ვერ გამოიჩინა თავი, პირიქით, იყო ბევრი კითხვა ძალიან ბევრ საქმეზე თუ ტენდენციებზე, რითი არის განპირობებული და რითი საბუთდება ის, რომ ეს ადამიანი კვლავ ბრუნდება ამ უწყებაში, მითუმეტეს, კონკრეტული საეჭვო პროცედურის მეშვეობით,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, აცხადებს, რომ როდესაც საზოგადოებაში არსებობს ინფორმაცია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, არაფორმალური მმართველობის თაობაზე, მსგავსი გადაადგილებების მოტივი აუცილებლად უნდა იყოს ახსნილი.

„საზოგადოებამ ვერ გაიგო ამ პიროვნებების გადაადგილებებით რა ხდება, ამ ადამიანის გამაგრება თუ პირიქით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ძალიან მკაფიოდ, რატომ ხდება ამ ადამიანის დანიშვნა კონკრეტულ თანამდებობაზე,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები