03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
მამა ილია კარტოზიას ცხედარი სვეტიცხოველში გადაასვენეს [ფოტო]

იტალიაში დაღუპული მამა ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სვეტიცხოველში უკვე გადაასვენეს. 

მცხეთაში ცხედარი რამდენიმე წუთის წინ ჩაასვენეს და ის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხვალ დილამდე იქნება დასვენებული. მოქალაქეებს კი საშუალება ექნებათ სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ. 

იტალიაში დაღუპულ მამაოს წმინდა დავით აღმაშენებლის ტაძარში, სადაც ის მსახურობდა ხვალ დაკრძალავენ. 

დღის ამბები