03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილს კიევში დღეს ან ხვალ გადაასვენებენ

თამაზ სუხიაშვილის გარდაცვალების შესახებ, უკრაინაში საქართველოს საელჩომ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია მიიღო. ამის შესახებ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია.

ინფორმაციის თანახმად ქართველი სამხედროს ცხედარს ჯერ დნეპროპრეტროვსკში ხოლო შემდეგ კიევში გადაასვენებენ. 

ამ დრომდე უცნობია გაიმართება თუ არა სამოქალაქო პანაშვიდი კიევში. ქართული მხარე ოფიციალური კიევის ინფორმაციას ელოდება. სწორედ ამ დეტალების გარკვევის შემდეგ გადაწყდება, თუ როდის გადმოასვენებენ ქართველ სამხედროს საქართველოში.  

უკრაინულმა მხარემ დღესვე საქართველოს საელჩოს მიაწოდა ინფორმაცია 2 ქართველი სამხედროს შესახებაც, რომლებიც დონეცკში შეტაკებებისას დაიჭრნენ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად დაშავებული სამხედროების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები