07 მაისი 2024,   13:21
ვრცლად
მოსკოვში აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ალექსეი ნავალნი დააკავეს. სამართალდამცველებმა ის საკუთარი სახლის სადარბაზოსთან აიყვანეს. ნავალნი მთავარი ორგანიზატორია აქციის, რომელიც ლოზუნგით - რუსეთი კორუფციის გარეშე მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ წუთებში მომიტინგეები ტვერის ქუჩაზე იკრიბებიან.

თავდაპირველად მერიასთან შეთანხმებული იყო, რომ აქცია სახაროვის მოედანზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საბოლოოდ მსვლელობის მოწყობა ტვერის ქუჩაზე გადაწყდა. ამის გამო ხელისუფლებამ ოპოზიცია პროვოკაციასა და კანონის დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა.

დღეს აქციაზე ვლადოვოსტოკში 10 დემონსტრანტი დააკავეს.

დღის ამბები