08 მაისი 2024,   02:42
ვრცლად
შეიარაღებულ ძალებში არსებულ გამოწვევებს ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთისგან განსხვავებულად აფასებს

მმართველი გუნდში თავდაცვის უწყების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს და კრიტიკას არ იზიარებენ. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროში არსებულ ვითარებას, რომელზეც შეიარაღებული ძალების ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი, ზურაბ ჯიბუტი შეიარაღებულ ძალებში ნეპოტიზმსა და  ჯარში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება იგეგმება.

„ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განვაახლოთ. მათ შორის, ჰაერსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები გვექნება,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის, ირაკლი აბესაძე, ხელისუფლებას ჯარისადმი არასწორ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. მან აღნიშნა, რომ თავდაცვის ორგანიზება ხელისუფლების ნომერ პირველი პრობლემაა და ერთ-ერთ მაგალითად პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი მოჰყავს, რომელიც რუსეთთან, სავარაუდოდ, საიდუმლო კავშირის მიუხედავად საიდუმლო ობიექტებზე დაუშვეს.

„წითელაშვილთან დაკავშირებული ფაქტიც, როდესაც საიდუმლო ობიექტებზე დაშვებულ იქნა ადამიანი, რომელზეც სერიოზული ეჭვები არსებობს მისი რუსეთთან კავშირის შესახებ, გვარწმუნებს, რომ, სამწუხაროდ, ქვეყნის თავდაცვის ორგანიზება ხელისუფლების ნომერ პირველი პრიორიტეტი იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით, აღარ არის,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები