18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
რუსული წარმომავლობის კონსერვი, ხახვი, ნიორი და პური - ქართველი ჯარისკაცების მენიუ გადაადგილებისას და სავალალო მდგომარეობა

„დღეს შეიარაღებულ ძალებში ისეთი სიტუაცია არის, რომ პრაქტიკულად, სუფევს ნეპოტიზმი,“ - ასე აფასებს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი, ზურაბ ჯიბუტი, საქართველოს ჯარში არსებულ სიტუაციას.

ის განმარტავს, რომ დღეს ქვეყნის ავიაცია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც სავალალო მდგომარეობაშია. ზურაბ ჯიბუტი, რომელმაც საქართველოს შეიარაღებული ძალების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 26 მაისს მიიღო, თავდაცვაში არსებულ პრობლემებს კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ასახელებს და ტექნიკის ნაკლებობასა და ბრიგადების გაუქმებაზე საუბრობს.

თავდაცვის სამინისტროში კი მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნებით სახელმწიფო საიდუმლოება ირღვევა, თუმცა, ადასტურებენ, რომ უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

ზურაბ ჯიბუტი პოსტსკრიპტუმთან ასევე ყვება, თუ რა პირობებში უწევთ ჯარისკაცებს წვრთნების გავლა.

მისი თქმით, სამხედრო მომსახურეების საკვებიც საველე პირობებში სტანდარტთან შეუსაბამოა. ზურაბ ჯიბუტის განცხადებით, ეს არის რუსული წარმომავლობის კონსერვი, ხახვი, ნიორი და პური.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, აცხადებს, რომ დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მომასწავებელია, რადგან ჯარისკაცებს არა აქვთ, პირობები, დაფასება და არც მოტივაცია.

დღის ამბები