03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
ქართველმა სამხედროებმა ავთანეთში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ნათლისღების დღესასწაული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს.

სადღესასწაულო წირვა ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა.

სამხედრო მოძღვარმა წყალკურთხევის ცერემონიალი ჩაატარა და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დალოცა.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, დეკანოზმა გიორგიმ ქართველ ჯარისკაცებთან ნათლისღების საიდუმლოსა და იოანე ნათლისმცემლის შესახებ იქადაგა.

ამავე თემაზე
დღის ამბები