17 მაისი 2024,   13:37
ვრცლად
სროლა მიუნხენის რკინიგზის სადგურზე
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ სროლა იყო მიუნხენის რკინიგზის სადგურზე. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციის ოფიცერია. ასევე დაუზუსტებელი ინფრომაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
 
მიუნხენის პოლიციამ სროლის შესახებ ინფრომაცია დაადასტურა Twitter-ით, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
 
ძალოვანების ცნობით, სროლა უნტერფორინგის სადგურზე მოხდა, რის გამოც მთელი პერიმეტრი გადაიკეტა, რკინიგზამ კი დროებით მუშაობა შეაჩერა.

დღის ამბები