03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ამ დრომდე უცნობია როდის ჩამოასვენებენ თამაზ სუხიაშვილს საქართველოში

უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროს დნეპროპეტროვსკიდან კიევში ხვალ გადაასვენებენ. ჯერ უცნობია, როდის მოხდება თამაზ სუხიაშვილის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება და ასევე გაიმართება თუ არა კიევში სამოქალაქო პანაშვიდი. ქართული მხარე უკრაინის ოფიციალური სტრუქტურების გადაწყვეტილებას ელოდება.

უკრაინაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, თამაზ სუხიაშვილს საქართველოში კიევიდან პირველივე რეისით ჩამოასვენებენ.

შეტაკებების დროს დაჭრილი საქართველოს ორი მოქალაქის მდგომარეობა კი სტაბილურია. ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.

თამაზ სუხიაშვილის ოჯახი კი გარდაცვლილის გადმოსვენებისთვის დახმარებას ითხოვს.

ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში, სადაც სუხიაშვილები ცხოვრობენ, ყვებიან რომ უკრაინაში საბრძოლველად სუხიაშვილმა გორის განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფი დატოვა.

უფრო ადრე კი ის აისაფის მისიაში მსახურობდა. სუხიაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე და თავდაცვის სამინისტროს სერჟანტი იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები