03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
პატარა ფოტოგრაფების თვალით დანახული სამყარო

უკვე 2 წელია სკოლის მოსწავლე ანკა ქოიავა ფოტოგრაფიამ გაიტაცა და საკუთარი ნამუშევრები ორ გამოფენაზეც წარმოადგინა. ანკას და მის მეგობრებს, რომლებიც ასევე ფოტოგრაფიით არიან გატაცებულები გარდა ფოტოგრაფიის სიყვარულისა, კიდევ ერთი რამ აკავშირებთ. ბოლო დღეებია სამივე, თბილისის ქუჩებში, ისეთი კადრის აღბეჭდვას ცდილობს, მნახველს მათი თქმით, ბნელში ნათელის არსებობას რომ დაუმტკიცებს. მოყვარული ფოტოგრაფების რიგით მესამე გამოფენის თემა ეგზისტენციალიზმია.

კინო ამირანის მიწისქვეშა გვირაბი მარი ნაკანი-მამასახლისის მიერ მოსწავლეების რიგით მესამე გამოფენისთვის შერჩეული სივრცეა. ეგზისტენციალიზმის იდეით გაერთიანებული, თუმცა რადიკალურად განსხვავებული სიუჟეტის ფოტოები დამთვალიერებლის მოლოდინშია.

გამოფენა ხვალ საღამოს 19:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება. 

დღის ამბები