03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
"მამა ილია კარტოზიას მაგალითზე მომავალი თაობების აღზრდა ჩვენი ვალია"-გიორგი მარგველაშვილი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ადგილზე სადაც მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება მომხდარის გამო. 

"ჩვენ მამა ილია კარტოზია დავაჯილდოვეთ  სამოქალაქო გმირობისთვის ეს არის მცირე წვლილი რაც ჩვენ შეგვეძლო  მისი ხსოვნის პატივისცემისთვის. მის მაგალითზე მომავალი თაობების აღზრდა ჩვენი ვალია,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

მამა ილია კარტოზიას რამდენიმე წუთში წმინდა დავით აღმაშენებლის ტაძარში დაკრძალავენ.

 

 

დღის ამბები