03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ქართველი მებრძოლების თხოვნით, დნეპროპეტროვსკში თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

ქართველი მებრძოლების მოთხოვნით, უკრაინაში ორი დღის წინ დაღუპული თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დნეპროპეტროვსკში გაიმართება.

ამ დროისთვის დაღუპული ქართველი მებრძოლი დნეპროპეტროვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, სუხიაშვილის ცხედარს კიევში, შემდეგ კი საქართველოში ჩამოასვენებენ. გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს.

თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში მორიგი ანტი-ტერორისტული ოპერაციის დროს, 18 იანვარს დაიღუპა.

ამავე თემაზე
დღის ამბები