03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
იური ვაზაგაშვილის და აცხადებს, რომ მისი ძმა და ძმისშვილი ერთი და იგივე ადამიანებმა მოკლეს

„ჩემი ძმის მკვლელბი არიან ზურას მკვლელები“-ეს განცხადება იური ვაზაგაშვილის დამ რამდენიმე წუთის წინ „კურიერთან“ გააკეთა.

ვაზაგაშვილების ახლობლები, რომლებიც საფლავზე იმყოფებოდნენ ყვებიან, რომ აფეთქების შედეგად იური ვაზაგაშვილს დაზიანებები საფეთქელსა და ხელზე აქვს მიღებული.

როგორც ცნობილია იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც შვილის საფლავზე ყვავილების გამოცვლა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება რასაც ვაზაგაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები