03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
სააკაშვილის ბიბლიოთეკაში აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა რუსეთის პოლიტიკაზე იმსჯელეს

"საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის" წევრებმა მიხელ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში კრემლის პოლიტიკის შედეგებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის მაგალითებზე  1990-იანი წლებიდან დღემდე რუსეთის პოლიტიკა განიხილეს.

„აზერბაიჯანმა  და საქართველომ ერთნაირად დაკარგა ტერიტორიები და ამ ყველაფრის უკან კრემლი დგას. სწორედ ამ ძალამ დახოცა 1990 წელს ბაქოში ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად გამოვიდნენ. იგივე მოხდა თბილისში 1989 წლის 9 აპრილს. ჩვენ ვხედავთ, რომ კრემლის იმპერიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება. ჩვენი აზრით, საუკეთესო გამოსავალი ამ ბოროტების წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლაა,“ - აცხადებს შეხვედრის მონაწილე, რამინ ბაირამოვი.

საერთო ისტორიის არსებობაზე ისაუბრა ანდრო ბარნოვმაც და თქვა, რომ საქართველო და აზრებაიჯანი "მსგავსი ისტორიით მოვდივართ და გვყავს ერთიდაიგივე ცუდი მეზობელი რუსეთის სახით."

ბიბლიოთეკაში თემატური ფოტოგამოფენაც გაიმართა.

 

დღის ამბები