03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
ვაზაგაშვილის თვითმკვლელობას ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ

გარდაცვლილის მეგობრები, უფლებადამცველები და ნათესავები დილიდან იკრიბებიან პრესკლუბ ”ჯაზუსთან”, რომელიც იური ვაზაგაშვილს ეკუთვნოდა.

ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ და მიზანმიმართულ მკვლელობაზე საუბრობენ.

ადვოკატი, ირმა ჭკადუა, ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ვაზაგაშვილის მიმართ იყო მუქარის ზარებიც. თუმცა, ის ვერ აკონკრეტებს, ვისგან იღებდა იური ვაზაგაშვილი მუქარის ზარებს და ამბობს, რომ "იური ვაზაგაშვილის ცოდვა ადევს ორივე ხელისუფლებას. არცერთმა ხელისუფალმა არ ინება საქმის გამოძიება".

ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, კი იური ვაზაგაშვილთან ბოლო შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ შვილის, ზურა ვაზაგაშვილის, საქმეზე ახალი დეტალები იყო გამოაშკარავებული, რითაც ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა.

"ჯაზუსთან" შეკრებილები ხელისუფელბისგან მოითხოვენ, სასწრაფოდ მოხდეს მომხდარის გამოძიება და საზოგადოებამ დროულად მიიღოს პასუხები არსებულ კითხვებზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები