03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
"უნდა გაჩნდეს გარანტია, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის არ კვდებიან," - კახი კახიშვილი

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ იური ვაზაგაშვილის საქმე დროულად იქნება გამოძიებული.

ამის შესახებ კახი კახიშვილმა დღეს ჟურნმალისტებთან განაცახდა და თქვა, რომ "ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის არ კვდებიან". 

„სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს საზარელი დანაშაული, გადაურჩებიან მართლმსაჯულებას. მე დამბურძგლა ამ ფაქტმა. იმედს ვიტოვებ, რომ უმოკლეს ვადაში ეს დანაშაული იქნება გახსნილი და ის პირები, კანონის ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მკაცრად იქნებიან დასჯილები იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებს ჰქონდეთ გარანტია, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის არ კვდებიან,“ - განაცხადა კახი კახიშვილმა.

დღის ამბები