03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
ბათუმში მოკლული მარიამ კოჩალაძის მკვლელი დაკავებულია

მარიამ კოჩალაძის მკვლელობიდან წელიწადნახევრის შემდეგ მის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ირანის მოქალაქემ საკუთარ ქვეყანაში 8 წლის ბავშვი მოკლა.

ირანული მედიის ცნობით, მარიამ კოჩალაძისა და 8 წლის ბავშვის მკვლელი არის მოჰამადამინ როინთანია.

ირანული საიტები წერენ, რომ ირანის მოქალაქე 8 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით პროვინცია გულისტანში დააკავეს.

დაკარგული ბავშვი რამდენიმე საათში უკაცრიელ ადგილას დანით მოკლული იპოვეს. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი 1985 წელს დაბადებული მოჰამადინ როინთანია აღმოჩნდა, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები უკვე წელიწადნახევარია, ეძებენ და, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 წლის მარიამ კოჩალაძის მკვლელობისთვის დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ირანული პრესის ცნობით, ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაულებები აღიარა. მათივე ცნობით, ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებულია და 5 წლის განმავლობაში ის ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მკურნალობდა.

შემთხვევა ბათუმის ახალ ბულვარში შარშან, 22 ივლისს მოხდა. 16 წლის გოგონა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ სანაპიროზე იპოვნეს. მას ყელი დანით ჰქონდა გამოჭრილი და ზურგზე დიდი ქვის ლოდი ედო.

ამავე თემაზე
დღის ამბები