03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ხმაური კასპში - ვაზაგაშვილები გამოძიებას საქმის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებენ

ხმაური კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში. ვაზაგაშვილები გამოძიებას საქმის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებენ.  

გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ცოლი და დედა აცხადებენ, რომ პოლიცია ფაქტებს აყალბებს და საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატს მონაწილეობის უფლებას არ აძლევს. 

ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავთან, სადაც დღეს მომხდარ აფეთქებას მისი მამა, იური ვაზაგაშვილი, ემსხვერპლა, კვლავ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები სწავლობენ. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე, დაახლოებით, 8 საათია, მიმდინარეობს. 

სამართალდამცავები კი განმარტავენ, რომ ადგილზე უკვე მიმდინარეობს პირველადი ექსპერტიზა და შემთხვევის ადგილთან მიახლოების საშუალებას არავის მისცემენ. 

გარდაცვლილის ახლობლებმა პოლიციის ჯაჭვის გარღვევა სცადს, რომ შემთხვევის ადგილამდე მიეღწიათ. თუმცა, პოლიციელების წინააღმდეგობის გამო ეს ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის მეუღლე, ციალა ვაზაგაშვილი, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ეჭვობს, რომ, შესაძლოა, ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დაასახელონ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გამორიცხავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები