03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
შვილის საფლავზე აფეთქებული მამა

ტრაგედია კასპის რაიონში. საკუთარი შვილის საფლავზე ყვავილების დასადებად მისული იური ვაზაგაშვილი აფეთქებას ემსხვერპლა. შემთხვევა დღის 3 საათისთვის მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა მძლავრი იყო. საფლავზე იური ვაზაგაშვილი მარტო იმყოფებოდა. 

ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლეს. პროკურატურამ კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

აფეთქების ადგილას ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, ცხედარს პირველადი ექსპერტიზა შემთხვევის ადგილზე უტარდება. 

აფეთქების ადგილის მახლობლად სამართალდამცავებსა და ვაზაგაშვილებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები გამოძიებას ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებენ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები