03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ვაზაგაშვილის საქმე - თბილისში ხალხმრავალი აქცია ხვალაც გაიმართება

თბილისში პარლამენტის შენობასთან ერთსაათიანი აქცია დასრულდა. იური ვაზაგაშვილის საქმის დროული გამოძიების მოთხოვნით აქციები კი ხვალ და მომდევნო დღეებში გაგრძელდება. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლეს. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, დროულად მოხდეს საქმის გახსნა და დამნაშავეების დასჯა.  

სად გაიმართება ხვალ საპროტესტო აქცია, ამ დროისთვის უცნობია. აქციის მონაწილეები შეკრების ადგილს და დროს ხვალ გამოაცხადებენ. 

კასპში, აფეთქების ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. იური ვაზაგაშვილის ცხედარი კი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. 

"რუსთავი2"-ის მცდელობის მიუხედავად, თოქშოუ "არჩევანში" მონაწილეობაზე უარი განაცხადა მთავარმა პროკურატურამ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები