03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
"ამ ქვეყანაში კლავენ სამართლიანობისათვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს," - უჩა ნანუაშვილი ვაზაგაშვილის საქმეზე

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას „facebook“-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

უჩა ნანუაშვილი წერს, რომ ეს ფაქტი ქვეყანაში სამართლიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლოს მოკვლას ნიშნავს.

"იქ, სადაც ათასობით ადამიანი თავს უფლებაშელახულად მიიჩნევს; იქ, სადაც ეფექტური გამოძიება არაერთ საქმეზე კვლავ სერიოზული პრობლემაა; იქ, სადაც დაუსჯელობის სინდრომი კვლავ გამჯდარია; იქ, სადაც არ იქმნება მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი მექანიზმი,
სადაც წამების მსხვერპლნი კვლავ რეაბილიტაციას მოითხოვენ და ათასობით ადამიანი - კვლავ საქმის გადასინჯვას, იმ ქვეყანაში კლავენ სამართლიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს," - წერს სახალხო დამცველი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები