03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
იური ვაზაგაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდება

იური ვაზაგაშვილის ცხედარს სამხარაულის სახელობის ბიუროში ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდება. გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში ღამის 23:00 საათისთვის გადაასვენეს. პროცესს სავარაუდოდ ესწრება ზაზა ალთუნაშვილი, რომელიც ოჯახის მოთხოვნით საქმის გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით ჩაერთო. ადგილზე იმყოფებოდნენ იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები.

გარდაცვლილი ექსპერტიზაზე მას შემდეგ გადაასვენეს, რაც კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე პირველადი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ამ დრომდე უცნობია ოჯახის პოზიცია, თუ სად გადაასვენებენ იური ვაზაგაშვილს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ.

დღის ამბები