03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ადვოკატი ირმა ჭკადუა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას მისი შვილის საქმის გამოძიებას უკავშირებს

„თურმე მსხვერპლი უნდა მომხდარიყო იმისთვის რომ ზურას მკვლელობის საქმე გახსნილიყო“-ეს განცხადება „კურიერის“ ჟურნალისტთან საუბრისას ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ გააკეთა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება ირინა ენუქიძის გარდაცვალების ფაქტს შეადარა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის გამოძიების საქმე ინტენსიურ ფაზაში იყო შესული და უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნებულიყო შედეგები.

ჭკადუას მტკიცებით იური ვაზაგაშვილი საფლავზე ყოველთვის მეუღლესთან და შვილისშვილთან ერთად მიდიოდა, შესაბამისად დაგეგმილი იყო მთელი ოჯახის განადგურება.

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მოწმეები მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდნენ.

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ტერაქტად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ნანა კაკაბაძე და აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილს მისი შვილის საქმის გასახსნელად მასალები ჰქონდა მოპოვებული და ის თვლიდა, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში ყველა დამნაშავე იქნებოდა დაპატიმრებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები