17 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
"კონსტიტუციას, რომელიც დამტკიცებულია, მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, არ გააჩნია სრული ლეგიტიმაცია" - ჯანი ბუკიკიო

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის უკვე მესამე, მკაცრი კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არა ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება და საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ვარიანტის მიღება, რომელიც კომისიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, აქამდე არსებულ ყველა შეთანხმებას ეჭვქვეშ აყენებს.

"სამწუხარო იქნება თუ პოლიტიკური ძალები საქართველოში ვერ შეძლებენ კომპრომისის გამონახვას საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ფართო კონსენსუსი ამ მნიშვნელოვან ტექსტთან დაკავშირებით. გავაგრძელებთ კონსულტაციებს უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან, რომ ვუბიძგო მათ გონივრული კომპრომისის გამონახვისკენ. კონსტიტუციას, რომელიც დამტკიცებულია, მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, არ გააჩნია სრული ლეგიტიმაცია, სწორედ ამიტომ მსურს ფართო კონსენსუსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის," - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.  

ემუქრება თუ არა საფრთხე ერთპარტიულად მიღებული კონსტიტუციის ლეგიტიმურობას. ჯანი ბუკიკიოს მოსაზრების შეცვლას და ვენეციის კომისიასთან თავის მართლებას დღეს დილიდან ცდილობს მმართველი გუნდი.

საქართველოს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

 

დღის ამბები