03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
„ეს არის ყველასათვის ძალიან აღმაშფოთებელი ტერაქტი"-სოსო მანჯავიძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე

თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილის მოკლულია და დანაშაული ჩაიდინა იმან, ვისაც ქვეყანაში ვითარების არევა სურს.

„ეს არის ყველასათვის ძალიან აღმაშფოთებელი ტერაქტი. ჩანს პროფესიონალური შესრულების ნიშნები, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს გარკვეული ძალების მიერ არის განხორციელებული.

ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს აფასებს უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანიც, რომელიც აცხადებს, რომ ეს საქმე სამართალდამცავებმა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ, ისევე როგორც სხვა საქმეები, რომლის გამოძიებასაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია ელოდება.

„ამის შემსრულებლები არიან ჰუმანიზმის მტრები, კაცობრიობის მტრები“-აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები