17 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
საქართველო რჩება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული - ლევან იზორია

საქართველო რჩება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში განაცხადა. ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობდა და „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში გამართულ შეხვერაზე სიტყვით გამოვიდა.

მან საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზეც ისაუბრა. იზორია კოლეგებსაც შეხვდა. თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო აპირებს 2018 წლის შემდეგაც გააგრძელოს კონტრიბუცია იგივე რაოდენობით, რაც ამჟად არის.

მინისტერიალზე ცნობილი გახდა, რომ ნატო ავღანეთში თავის კონტრიბუციას აფართოებს.

პოლონეთისა და სლოვაკეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები კურიერთან ამბობენ, რომ ავღანეთის მისიაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ალიანსისთვისაც.

„ქართველი სამხედრო მოსამსახურეები პოლონელ ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდნენ ერაყისა და ავღანეთის მისიებში. საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, როგორც პოლონეთისთვის, ასევე ალიანსისთვის. ყველა ის ქვეყანა, რომელიც ავღანელი ხალხის დახმარებას ცდილობს, დადებითად აფასებს იმ წვლილს, რაც საქართველოს სამშვიდობო მისიაში შეაქვს,“ - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტონი მაჩერევიჩმა.

სლოვაკეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატოს სერიოზული პარტნიორია.

„სლოვაკეთს თქვენს ქვეყანასთან საფუძვლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ერთი თვის წინ საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრი სლოვაკეთში ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრებზე საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ვისაუბრეთ. თქვენ ქვეყანას თანამედროვე არმია ჰყავს, რომელიც თავსებადია ნატოს შეიარაღებულ ძალებთან და ერთობლივი ფუნქციონირების საშუალებას იძლევა,“ - აღნიშნა პეტერ გაიდოშიმ. 

მინისტერიალზე ასევე ისაუბრეს ნატო - ევროკავშირის ურთიერთობებზე, საერთშორისო ტერორიზმთან ბრძოლასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

დღის ამბები