03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
რუსეთ–უკრაინის საზღვარს რუსეთის შეიარაღებული ძალების კიდევ სამი ტაქტიკური ჯგუფი მიუახლოვდა

რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებმა იერიში მიიტანეს უკრაინელ სამხედროებზე. ინფორმაციას ამის შესახებ, ანტი–ტერორისტული ოპერაციის ცენტრის სპიკერი ანდრეი ლისენკო ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთ–უკრაინის საზღვარს რუსეთის შეიარაღებული ძალების კიდევ სამი ტაქტიკური ჯგუფი მიუახლოვდა. პარალელურად ბრძოლები გრძელდება უკრაინული ჯარის რამდენიმე ბლოკ-საგუშაგოსთან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დასახლებულ პუნქტ „კრიმსკოესთან“, სადაც პრორუსმა მებრძოლებმა მძიმე ტექნიკით დაბომბვის შედეგად გაანადგურეს უკრაინული ჯარის 31–ე საგუშაგო. უკრაინული მხარის ინფორმაციით დაიღუპა ერთი და დაიჭრა 7 ჯარისკაცი.

დონეცკის აეროპორტის მახლობლად კი 8 უკრაინელი სამხედრო კი ტყვედ ჩავარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები