03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
რამ გამოიწვია ავარია პეკინზე?-დაღუპულია ერთი ადამიანი

პეკინის ქუჩაზე მომხდარი ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, მძღოლის გარდაცვალება გახდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლი, სავარაუდოდ, შეჯახებამდე გარდაიცვალა, რის შემდეგაც, ავტომობილი „ფორდის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები