03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
იური ვაზაგაშვილის ცხედარი ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზშია დასვენებული

იური ვაზაგაშვილის ცხედარი ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზშია დასვენებული. აქ სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ცხედარი დარბაზში დღეს შუადღისთვის მას შემდეგ გადაასვენეს, რაც სამხარაულის სახელობის ბიუროში დასრულდა ექსპერტიზა.

ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზთან ამ წუთებში იური ვაზაგაშვილის მეგობრები და ოჯახის ახლობლები იკრიბებიან. პანაშვიდზე მოდიან პოლიტიკოსები, იურისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

"გვესროლეს, ყველა დააგდეს მიწაზე! თუ ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის გახსნა, როგორც ეროსი კიწმარიშვილის საქმე გაუხსნელია, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თვითონ მონაწილე ხდება ამ პროცესის,"- განაცხადა პარტია "თეთრების" ლიდერი, თემურ შაშიაშვილი.

უკვე ცნობილია, რომ სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელიც იური ვაზაგაშვილის დაკრძალვას უზრუნველყოფს. მას საკუთარი შვილის გვერდით დაკრძალავენ. 

დღის ამბები