03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
იყო თუ არა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა პროფესიონალი ქილერის მიერ განხორციელებული?

იური ვაზაგაშვილის ადვოკატი გუშინ მომხდარი ტრაგედიის ახალ დეტალებზე საუბრობს.

გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მკვლელობა პროფესიონალი ქილერის მიერ იყო განხორციელებული. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ მკვლელს ზუსტად ქონდა შესწავლილი ვაზაგაშვილის გადაადგილების მარშრუტი.

ვაზაგაშვილების ინტერესების დამცველებს უკვე ჰყავთ ეჭვმიტანილები, რომლებმაც, მათი განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შეუკვეთეს. თუმცა, ადვოკატები მათ ვინაობას არ აკონკრეტებენ.

გამოძიება დაწყებულია და სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს სოფელ ყარაფილას მოსახლეობა. ამ დროისთვის საქმეში 30–ზე მეტი ჩვენება დევს.

პარალელურად მიმდინარეობს ექსპერტიზები, რომლის დასრულებასაც პროკურატურა ელოდება. თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტი უკვე აცხადებს, რომ ვაზაგაშვილის საფლავზე ქარხნული წესით დამზადებული ნაღმი აფეთქდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაასაჯაროვებს პროკურატურა ექსპერტიზის ბიუროს შედეგებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები