03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
დეპუტატები იური ვაზაგაშვილის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ

დეპუტატები იური ვაზაგაშვილის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე მთავარ პროკურორთან გამართა. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ბადაშვილი მის პირველ მოადგილესთან ერთად მივიდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროკურატურა ზურა და იური ვაზაგაშვილების საქმეებსა და დამნაშავეების გამოვლენაზე ინტენსიურად მუშაობს.

საქმის გამოძიებასა და პროკურატურისგან პირველადი შედეგების გამოქვეყნებას იური ვაზაგაშვილის ახლობლები უახლოეს დღეებში ითხოვენ.

სამოქალაქო სექტორის ნაწილი აქციების გამართვას არ გამორიცხავს.

ვაზაგაშვილების ოჯახს აშშ-ს ელჩმაც მიუსამძიმრა. რიჩარდ ნორლანდი პრემიერ-მინისტრის მოწოდებას უერთდება - საქმის დროულ და საფუძვლიან გამოძიების შესახებ.

იური ვაზაგაშვილის ცხედარი საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" დღის პირველ ნახევარში გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდები რამდენიმე დღის განმავლობაში ამ დარბაზში გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები