16 ივნისი 2024,   00:22
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმეს სტრასბურგის სასამართლო დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს

აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფა მასზე განხორციელებულ თვალთვალზე საუბრობს და კიდევ ერთ საეჭვო შემთხვევას იხსენებს. საუბარია მისი და აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის ლიდერის შეხვედრაზე, რომელიც სავარაუდოდ, ასევე იყო კონკრეტული პირების თვალთვალის ობიექტი.

მანამდე კი, მუსტაფაევამ ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა, სადაც დაუდგენელი პირები სავარაუდოდ მისი საუბრის ჩაწერას ცდილობდნენ. ლეილა მუსტაფაევამ განხორციელებულ თვალთვალში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შესაძლო ჩართულობაზეც ისაუბრა.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ აფგან მუხთარლის საქმეს სტრასბურგის სასამართლო დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს.

“ეს არ არის უკანონო თვალთვალის პირველი შემთხვევა. როცა თბილისში ჩამოსული ოპოზიციური პარტიის ლიდერს შევხდი, შევამჩნიე, რომ დრონი გვითვალთვალებდა. ამის შემდეგ ადგილი რამდენჯერმე შევიცვალე, მიუხედავად ამისა, ის ჩვენ თავზე მაინც მოძრაობდა. ამის შემდეგ მოხდა კაფის ინციდენტი. ჩვენ ამის შესახებ პოლიციასაც ვაცნობეთ. თუ საქართველოს ძალოვანი უწყებები და უშიშროების მინისტრი ინფორმირებული არ არიან, ეს ძალიან ცუდია და იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანელ მხარეს რაც სურს, იმას აკეთებს საქართველოში და ისინი ამის უფლებას აძლევენ, ან ხელსაც აფარებენ ამ ადამიანებს“ - განაცხადა აფგან მუხტარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ

დღის ამბები