03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში [ფოტო]

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის, სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს. ტაძარში შეკრებილნი არიან სუხიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები. 

ქაშუეთის ტაძარში იმყოფებიან გარდაცვლილი სამხედროს მცირეწლოვანი ბავშვები. 

თამაზ სუხიაშვილს, არსებული ინფორმაციით, შაბათს, 24 იანვარს, ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში დაკრძალავენ. 

თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გუშინ კიევშიც გაიმართა, რის შემდეგაც ის სამშობლოში გადმოასვენეს. 

დაღუპულ ქართველ სამხედროს პატივი მოქალაქეებმა აეროპორტში მიაგეს. ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

თამაზ სუხიაშვილი 25 იანვარს 37 წლის გახდებოდა. ქართველი სამხედრო დონეცკის აეროპორტში შეტაკებების დროს დაიღუპა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები