03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
"იური ვაზაგაშვილს ემუქრებოდნენ,"- ირმა ჭკადუა ახალ დეტალებზე საუბრობს

"ზურაბ ვაზაგაშვილს ბოლო დროს ემუქრებოდნენ,"- ეს განცხადება ირმა ჭკადუამ გააკეთა.

ადვოკატი აცხადებს, რომ მამაშვილი ვაზაგაშვილების საქმეებს შორის კავშირი თვალნათელია. 

როგორც დღეს ირმა ჭკადუამ განაცხადა, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებები და 4 მოწმე გამოჩნდა და სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა გამოძიების წინაშე. ჭკადუას განცხადებით, სწორედ ამ გარემოებების შემდეგ დაიწყო მუქარის შემცველი ზარები იური ვაზაგაშვილის ტელეფონზე. 

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ გეტყვით. თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში 4 ახალი მოწმეა, რომელთა ჩვენებების მიხედვით, სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. მოწმეების ნაწილი საქართველოში არ იმყოფება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუქარები ბატონი იურის მისამართით,"- აცხადებს ირმა ჭკადუა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები