03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
რატომ არ შეუშვეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აეროპორტში?

თამაზ სუხიაშვილისთვის პატივის მისაგებად აეროპორტში მისულ "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი ზონის" წევრებს შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.

ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის მცირე შეკამათებაც მოხდა.

მათ მომხდარი პოლიტიკურად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ოპოზიციას შესვლის საშუალება გამიზნულად არ მისცეს.

"ასეთ სიტუაციაში, როცა ყველა თანადგომაზე უნდა ფიქრობდეს, აქ პოლიცია, რომელსაც არაფერი ესაქმება, პოლიტიკური ნიშნით წყვეტს, ვინ უნდა შეუშვან და ვინ არა,"- განაცხადა გივი თარგამაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები