03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
რა მიმართულებით დაიხარჯა თანხები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან?!

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის წლიური ანგარიში წარადგინეს ადმინისტრაციის უფროსმა, დავით პატარაიამ და მისმა მოადგილემ, გიორგი აბაშიშვილმა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ფონდის მიერ გასულ წელს გაწეულ ხარჯებსა და მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ 5-მილიონიანი სარეზერვო ფონდიდან თანხის 32% დაიხარჯა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა და მოხუცთა დასახმარებლად; 740 ათასი ლარი - სასამართლოს რეფორმისთვის, ხოლო 18 პროცენტი, რაც 450 ათასი ლარის, კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისთვის.

„ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, ეს იყო ჩვენი მოკრძალებული მცდელობა, რომ დავხმარებოდით სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებით ესაჭიროებოდათ დახმარება,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას განმარტებით, სარეზერვო ფონდის მიმდინარე წლის სტრატეგია უკვე განსაზღვრულია; ზოგადად კი,პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის პრიორიტეტებია დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა.

დღის ამბები