03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
არის თუ არა ზეწოლა დედაქალაქის ბაგა-ბაღების გამგეებზე?

არის თუ არა ზეწოლა დედაქალაქის ბაგა-ბაღების გამგეებზე? ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც საკრებულოში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. 

აბესაძის განცხადებით თბილისი ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ გამგეებს მისცა დავალება, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე მათმა მოადგილეებმა დატოვონ თანამდებოებები. 

აბესაძე თორდინავას ამ განკარგულების უკან დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას ხედავს. 

ბრალდებებს უკვე უპასუხა თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა. თემურ თორდინავა აცხადებს, რომ მას მსგავსი განცხადება არ გაუვრცელებია. 

"მე მსგავსი დავალება არ გამიცია. არანაირი ზეწოლა არ ხდება. უბრალოდ შეიძლება დირექტორებმა განახორციელონ როტაციები თუმცა ეს უკვე მათი გადასაწყვეტია,"- აცხადებს "კურიერთან" საუბრისას თემურ თორდინავა. 

 

დღის ამბები