03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილი პროფესიონალმა მოკლა

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ტელეკომუნიკაციებისა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციებში კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილი პროფესიონალმა ააფეთქა.

მისი თქმით ჩვეულებრივი ადამიანი ვერ ფლობს ასაფეთქებელ ნივთიერებას და დისტანციურ სამართავს ისე, როგორც ეს ამ შემთხვევაში იყო.

„ეს არის გაკეთებული ცივსისხლიანი ადამიანის მიერ და ასეთ ცივსისხლიან ადამიანებს სპეციალურად ეძებენ. თუ რა პოლიტიკური მიზნის მიღწევა ამის გამკეთებელს ამას მალე ვნახავთ. ეს არ უნდა დარჩეს გამუდმებულად თაროზე შემოდებულ მრავალრიცხოვან საქმეთა რიგში“-განაცხადა გამსახურდიამ.

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა “ამომრჩეველთა ლიგის“ წევრი ლევან გაჩეჩილაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ “ეს იყო ტერორისტული აქტი, გამოძიება შესაბამისი ორგანოების ხელშია და ეს პოლიტიკური, ადამიანური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხია.“

ამავე თემაზე
დღის ამბები