03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
იური ვაზაგაშვილის ავტომობილი მეორედ შეისწავლეს

იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატები 3 საათის განმავლობაში პროკურატურაში იმყოფებოდნენ.  არსებული ინფორმაციით დღეს მეორედ მოხდა გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის  ავტომობილის შესწავლა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ავტომობილი ოჯახის ადვოკატების თანხლებით დაათვალიერეს. 

აღმოჩნდა თუ არა რაიმე ახალი მტკიცებულება ავტომობილის დათვალიერების შედეგად ადვოკატები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. 

ცნობილია მხოლოდ ის, რომ არსებობს ეჭვმიტანილთა სია რომელიც ვაზაგაშვილის ადვოკატებმა დღეს გამომძიებლებს გააცნეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები