03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
სირცხვილის დერეფანი და ფიზიკური შეურაცხყოვა-პრორუსი სეპარატისტები უკრაინელ ტყვეებს გაუსწორდნენ

პრორუსი მებრძოლების მიერ დატყვევებულ უკრაინელ სამხედროებს დონეცკში სირცხვილის დერეფანი მოუწყეს. სამხედრო ტყვეები ავტობუსების გაჩერებასთან ჩაატარეს, სადაც დღეს დილით საარტილერიო ჭურვი აფეთქდა და 13 ადგილობრივი იმსხვერპლა.

რამდენიმე სამხედროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვები ესროლეს. ადგილზე უკრაინელ ტყვეებს რუსი ჟურნალისტები დაახვედრეს. გავრცელებული ცნობით დონეცკში სეპარატისტებს ტყვედ 20-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ჰყავთ. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ მათ გასათავისუფლებლად ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

დღის ამბები