03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილის ცხედარს მისი სოფლის შესასვლელში ადგილობრივები დახვდნენ და პატივი მიაგეს

თამაზ სუხიაშვილი საკუთარ სოფელში გადაასვენეს. უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს თანასოფლელები სოფლის შესასვლელთან დახვდნენ. პროცესიაში ოჯახის წევრებთან ერთად თანამებრძოლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მშობლიურ სოფელში გადასვენებამდე თამაზ სუხიაშვილის ცხედარი გორში დაასვენეს სადაც ის ნაქირავებ ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ხაშურში ქაშუეთის ეკლესიიდან გადაასვენეს, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. თამაზ სუხიაშვილს პატივი ჯარისკაცებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს.

სამოქალაქო პანაშვიდს ქართველი პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. დეპუტატების თამაზ სუხიაშვილის გმირობაზე საურობდნენ.

შეგახსენებთ, რომ თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტთან სამხედრო შეტაკების დროს დაიღუპა.

ამავე თემაზე
დღის ამბები