03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ვაზაგაშვილების საქმის გამოძიების საკითხი შესაძლოა უმრავლესობაში ღია დაპირისპირების საგანი გახდეს

ინიციატივა, რომლითაც პარლამენტის წევრთა ნაწილი და მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დღეს გამოვიდნენ შესაძლოა მმართველ გუნდში ღია დაპირისპირების საგანი გახდეს. ზურა და იური ვაზაგაშვილების საქმეებთან დაკავშირებით დეპუტატებს კითხვები აქვთ ამ კითხვების დასმას ისინი გამოძიებასთან დახურული სხდომის ფორმატში აპირებენ.

ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეპუტატთა ერთი ნაწილისთვის დახურული სხდომის გარეშეც ხელმისაწვდომია. ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები მათი თანაგუნდელებისგან განსხვავებით ასეთი შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

ოპოზიცია კი პოლიტიკურ სპეკულაციებსა და უსაფუძვლო ცილისწამებაზე საუბრობს. თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაში არა დახურული სხდომის მოწვევას, არამედ მმართველი კოალიციის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს გულისხმობს. საპარლამენტო უმცირესობა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მომხრეა.


გამოძიების დასრულებამდე კონკრეტული შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებენ „თავისუფალი დემოკრატები.“ მათი განმარტებით, ვაზაგაშვილების საქმეების გამოძიება დღევანდელი მთავრობისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა.

დახურული საპარლამენტო სხდომის გამართვის საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველია. შეთანხმდებიან თუ არა ერთმანეთში უმრავლესობის წევრები ეს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები