03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
გაუხსნელი გახმაურებული საქმეები და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

საქმეების ჩამონათვალი, რომლის გახსნის თარიღი პროკურატურამ არაერთხელ დააანონსა, საკმაოდ ვრცელია. გახმაურებული დანაშაულების გახსნის დაპირებასთან ერთად, ხელისუფლების და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებმა, საქმეები პირად კონტროლზეც აიყვანეს, თუმცა არც ერთი მათგანი ამ დრომდე გახსნილი არ არის.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამის მთავარი მიზეზი, პროკურატურის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაა.

გახმაურებული საქმეების გახსნის დაპირებით ხელისუფლებაში მოსვლას იხსენებენ „თავისუფალი დემოკრატები.“ ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები გაჭიანურებული საქმეების მთავარ მიზეზად პროკურატურის არაკომპეტენტურობას ასახელებენ და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც მიუთითებენ.


ბარბარე რაფალიანცის, ზურაბ ჟვანიას, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეები, ციხეში გარდაცვლილი პატიმრები, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული მოწმეები, საქართველოში დეპორტირებული და გაუჩინარებული კრიმინალური ავტორიტეტები, უკანონო თვალთვალი „რუსთავი 2“–ში, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება, რომელშიც ამ დრომდე უამრავი შეკითხვა რჩება,-ეს ის საქმეებია, რომელიც საზოგადოებრივი მღელვარების და პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა.

უმრავლესობის ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას, რომელიც გახმაურებული საქმეების გახსნის დაპირებით მოვიდა, უფრო სწრაფად უნდა ემოქმედა, თუმცა ძალოვანი უწყება გამოძიების დასრულებას აჭიანურებს.

ბოლო დაპირება საქმის ობიექტურად და სწრაფად გამოძიების შესახებ, პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შემდეგ დადო.

ამავე თემაზე
დღის ამბები