18 მაისი 2024,   11:27
ვრცლად
„ჩვენი პრიორიტეტი ექსტრადიციაა" - თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს

მთავრობის წევრები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე განცხადებებს აკეთებენ. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით ქართულმა მხარემ უკრაინას რამდენჯერმე მიმართა, რაზეც უარი მიიღეს. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია ექსტრადიცია.

„უკრაინის ხელისუფლებასთან ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც კი სისხლის სამართლის საქმეები მივიდა იმ კონდიციამდე, რომ მტკიცებულებები არსებობდა სააკაშვილის წინააღმდეგ, იმ დღიდან ანუ რამდენიმე წლის წინანდელი პერიოდია ეს, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უკრაინულ მხარესთან. თუმცა, უკრაინის მხარემ არა ერთხელ, ოფიციალურად ანუ წერილობით უარი განაცხადა ბატონი სააკაშვილის გადმოცემაზე. ხოლო ის ამჟამად გახლავთ უკრაინის მოქალაქე, რაც არის სამართლებრივი ბარიერი მისი გადმოცემისა. ჩვენი პრიორიტეტი არის ექსტრადიცია, რომ სისხლის სამართლებრივი პროცესი წარიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან საქართველოშია ჩადენილი იურისდიქციულად ის ფაქტები, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება ყოფილ პრეზიდენტს. ამიტომაც იყო გაგზავნი მოთხოვნები ექსტრადიციის შესახებ, რაზეც მივიღეთ ოფიციალური უარი,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიცე პრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაადასტურეს, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე მოთხოვნა საქართველოდან უკრაინაში ორჯერ გაიგზავნა, რაზეც უარი მიიღეს.

„საკმარისი მტკიცებულებები არის თუ არა წარდგენილი, სწორედ ამაში მდგომარეობს სამართლებრივი პროცესი, რომ უკრაინულმა მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რაც არის წარდგენილი. როგორც პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა და იუსტიციის მინისტრმაც დაადასტურა, ორჯერ იქნა გაგზავნილი მოთხოვნა, ცხადია დასაბუთებული და ორჯერვე უარი მივიღეთ ამ მოთხოვნაზე," - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები