03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ზეწოლა ბაგა-ბაღების დირექტორებზე - რა დავალება გასცა ბაგა-ბაღების სააგენტომ?

სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებებიდან ხელმძღვანელ პირებს ათავისუფლებენ. თბილისის 150–ზე მეტი ბაღის დირექტორის მოადგილის თანამდებობა შესაძლოა ვაკანტური გახდეს.

შესაბამისი დავალებები დირექტორებმა ბაგა-ბაღების სააგენტოსგან მიიღეს. დირექტორებს მოადგილეების გასანთავისუფლებლად ვადა კვირის ბოლომდე აქვთ. 

ბაღების დირექტორებისთვის მიცემულ დავალებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ ოპოზიციაში. "ნაციონალური მოძრაობის" ინფროამციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში დირექტორის მოადგილეობიდან უკვე 40-მდე პირი გათავისუფლდა.

საბავშვო ბაღებში მიმდინარე პროცესებით არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ, მონიტორინგის ცენტრ მედიატორში დღეს კონკრეტულ პირებზე ისაუბრეს, რომლებიც საბავშვო ბაღებში თანამშრომლების აყვანას აკონტროლებენ. ორი დასახელებული გვარიდან ორივე დღეს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრია.

ბრალდებებს დღეს მხოლოდ ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ უპასუხა. ის უარყოფს, რომ ბაღების დირექტორებს მათი მოადგილეების გათავისუფლება დაავალა, თუმცა ადასტურბს, რომ შესაძლოა საკადრო ცვლილებები მოხდეს. მისივე განმარტებით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები რამდენიმე კვირის განმავლობაში ბაღებში დასაქმებულების საკითხს სწავლობდნენ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები