03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ვაზაგაშვილის საქმე - წინასწარი ინფორმაციით ასაფეთქებელი საშუალება რუსული წარმოების იყო

იური ვაზაგაშვილის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. არსებული ინფორმაციით ასაფეთქებელი საშუალება, რომელიც საფლავზე ამოქმედდა რუსული წარმოების იყო. ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით ასაფეთქებელი ხელსაწყო 20 იანვარს გამთენიისას აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე დაამონტაჟეს.

იური ვაზაგაშვილის ავტომობილი ექსპერტებმა და საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. საგამოძიებო მოქმედებას მთავარ პროკურატურაში ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებიც ესწრებოდნენ.

დაცვის მხარე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს აღმოჩნდა თუ არა რაიმე საეჭვო დეტალი გარდაცვლილის მანქანაში. ვაზაგაშვილის ოჯახის დამცველების ცნობით გამოძიების ამ ეტაპზე ისინი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე მუშაოებენ.

 

დღის ამბები