03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნას უახლოეს დღეებში ვარაუდობენ

ადვოკატი, ირმა ჭკადუა, ვარაუდობს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ორ-სამ კვირაში გაიხსნება.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაზაგაშვილების საქმეზე ადვოკატებს პროკურატურაში ჰქონდათ შეხვედრა და მათ გამომძიებლებს ის დეტალები მიაწოდეს, რაც იური ვაზაგაშვილს არ ჰქონდა მიწოდებული.

ირმა ჭკადუამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ურთულესი საქმე და დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო, რათა მოხდეს საქმეზე შედეგის დადება.

ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ამ წუთისთვის გამოკვეთილი კონტურები საქმეში მას არ უნახავს.

კონკრეტულად თუ ვისთან შედგა პროკურატურაში შეხვედრა, ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ, არ დააკონკრეტა.

 

დღის ამბები