03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
პრეზიდენტმა ვაზაგაშვილების ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

"იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილი "საზოგადოებრივ დარბაზში" იმყოფებოდა, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და თქვა რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

"ის ხალხი ვინც გაუბედა ეს ჩემს ქვეყანას იქნებიან დაჭედებული საბრალდებო სკამზე და ოჯახს აგებენ როგორც ამ ოჯახის მიმართ ასევე იმისათვის რაც მათ გაუბედეს ჩვენს სახელმწიფოს." - განაცხადა მარგველაშვილმა.

პანაშვიდზე იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე, და ქალაქის მერი, დავით ნარმანია.

ამავე თემაზე
დღის ამბები