03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
შს მინისტრის გადადგომა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამო

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მიუხედავად, იური ვაზაგაშვილის თანამოაზრეები დარწმუნებულები არიან, რომ ყარაფილაში მომხდარი მკვლელობის გახსნას პოლიცია ვერ შეძლებს.

იური ვაზაგაშვილი ბოლო სატელევიზიო ინტერვიუშიც ალექსანდრე ჭიკაიძეზე საუბრობდა და მას შვილის მკვლელობის სავარაუდო მონაწილეების მფარველობაში სდებდა ბრალს.

ვაზაგაშვილი თვლიდა, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობდა, რადგან საგამოძიებო უწყებების მაღალ თანამდებობს ის პირები იკავებდნენ, ვინც, მისივე მტკიცებით, 2 მაისის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტი ოთარ მირზოევმა რამდენიმე საათის წინ, მინისტრის გადადგომის შემდეგ, დატოვა. მირზოევი ერთ-ერთია, რომლის გადადგომასაც იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე ითხოვდა და ალექსანდრე ჭიკაიძეს მის მფარველობაში სდებდა ბრალს.

რამდენიმე დღის წინ თანამდებობა თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, გიორგი დალაქიშვილმაც, დატოვა, რომელსაც ვაზაგაშვილი ასევე კორტების სპეცოპერაციის მონაწილედ ასახელებს.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებაზე პირობა ყველა მაღალი თანამდებობის პირმა საჯაროდ დადო, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ვაზაგაშვილის ახლობლები პროტესტის რადიკალური ფორმებით იმუქრებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები